ციტრუსების ნაყენები

ციტრუსების ნაყენები.

ლიმნის (ან ფორთოხლის) ნაყენი.

არაყი – 1 ლ
ლიმნის (ფორთოხლის) ცედრა – 300 გ
შაქარი – 300-400 გ
წყალი – 2-2.5 ჭიქა
ლიმნის (ფორთოხლის) ცედრას დაასხით არაყი, გააჩერეთ თბილ ადგილას 2-3 თვე, გადაწურეთ. ცხელ სიროფში (მომზადებული 2-2.5 ჭიქა წყლითა და 300-400გ შაქრით) ჩაასხით ნაყენი; მოურიეთ კოვზი, გაფილტრეთ ბამბაში, ჩაასხით ბოცაში ყელამდე, გაუკეთეთ საცობი, გააჩერეთ თბილ ადგილას რამოდენიმე კვირით. შემდეგ ნაყენი ფრთხილად გადაწურეთ, ჩაასხით ბოთლებში.


ლიმონის ნაყენი

არაყი -1 ბოთლი
ლიმონი – 2 ც (საშუალო ზომის)
ეს არის ლიმნის ქერქით მომზადებული ტრადიციული ნაყენი.
გარეცხეთ ლიმონი, გაამშრალეთ. ბასრი დანით მთლიანად მოაცილეთ ყვითელი ქერქი, შეეცადეთ გააკეთოთ რაც შეიძლება თხლად, რადგან თეთრი ქერქის მცირე რაოდენობით არსებობაც კი არაყს ანიჭებს უსიამოვნო, მწარე გემოს. გააჩერეთ რამოდენიმე დღე თბილ ადგილას, შემდეგ გაფილტრეთ. არ საჭიროებს ბნელ ჭურჭელს.


ციტრუსების ნაყენები – მანდარინის ნაყენი

არაყი – 0.75 ლ
მანდარინის მშრალი ქერქი – 6 ს/კ
არის ძალიან ლამაზი, მზისფერი და აქვს შესანიშნავი გემო.
მანდარინის ქერქი დააქუცმაცეთ, დაასხით მაღალი ხარისხის არაყი და გააჩერეთ 1 კვირა. გამოყენების წინ გააცივეთ.


ფორთოხლის ქერქის ნაყენი

ციტრუსების ნაყენებიფორთოხლის ქერქი – 180 გ
არაყი – 2 ლ
შაქრის სიროფი – 3 ლ
ლიმონის მჟავა – 2 გ
ტარტრაზინი – 20-25 გ
ფორთოხლის ქერქს დაასხით მაგარი არაყი, გააჩერეთ 1-2 კვირა თბილ ადგილას, შემდეგ გადაწურეთ, დაატკბეთ 66%-იანი შაქრის სიროფით.
ერთდროულად დაუმატეთ ლიმონის მჟავა, ტარტრაზინი, რათა მიიღოთ ტკბილი, ახალი ფორთოხლის ქერქის ფერი ნაყენი (მჟავიანობა 0.02 გ/100 მგ) ფორთოხლის არომატით.


ციტრუსების ნაყენები – მწარე ფორთოხლის უფერო მწარე ნაყენი

არაყი – 1 ლ
მწარე ფორთოხლის გამომშრალი ქერქი – 2.4 გ
შაქარი – გემოვნებისამებრ
ბოცაში ჩაყარეთ მწარე ფორთოხლის გამომშრალი ქერქი, დაუმატეთ არაყი. გააჩერეთ 2 კვირა, პერიოდულად შეანჯღრიეთ. შემდეგ დაუმატეთ შაქარი გემოვნებისამებრ.


გადასვლა >> ნაყენები